ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა

18.10.23 15:27
ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა - ინფორმაციას რადიო მარნეული სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მოზარდის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ადგილობრივების თქმით ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა.
საქმეს იძიებს შსს.
აშკარად ჩანს რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებლი ბავშვების დასაცავათ“. - წერს გულმამედლი ფეისბუქზე

არასრულწლოვნის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.

ირკვევა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც 14 წლის გოგომ იმშობიარა.

მსგავსი სიახლეები