პედაგოგის შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - შსს-მ გამოძიება დაიწყო

09.06.21 20:04
პედაგოგის შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულის პოლიციაში აჰმედ  იმანყულიევი გამოიკითხა. არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის დირექტორმა, ზაბილ გაჯიევმა პედაგოგთან პირადი ცხოვრების ამსახველი ურთიერთობა გადაიღო, ვიდეო გაავრცელა და მასწავლებელი დააშანტაჟა. იმანყულიევმა გამოძიების დაწყება რამდენიმე საათის წინ მოითხოვა და თქვა რომ მას ფაქტთან არავითარი შეხება არ აქვს, უბრალოდ სოციალურ ქსელში არსებული სტატუსი ქართულად გადმოთარგმნა. იმანყულიევის თქმით, ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ  გაჯიევმა თანამდებობა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში დატოვა.

წავიკითხე აზერბაიჯანულ ენაზე, რომ გაავრცელა ვიდეომასალა, თვითონ გადაიღო ინტიმური ურთიერთობა. მე ვიცი მხოლოდ Facebook გვერდზე დაწერილი ვიდეო კადრების შესახებ და ხალხში გავრცელებული ინფორმაცია, რაც მივაწოდე გამოძიებას. 2-ში დაინიშნა პიროვნება და 9-ში გადადგა. მე ვთხოვე რომ დაიწყოს გამოძიება, რომ გაირკვეს იყო თუ არა ეს ყველაფერი და რატომ გადადგა ეს პიროვნება 1 კვირის შემდეგ", - ამბობს იმანყულიევი.

შსს-მ გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო.