მარნეულში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
მარნეულში, სკოლის მოსწავლე დაჭრეს - სისხლიანი ინციდენტი დღეს, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. არასრულწლოვანი, ფეხშია დაჭრილი.
"პირველების" ინფორმაციით, დაჭრა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.
მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.