ბარგი ჩაალაგე და წადიო - მამხილებელი ჩვენების გამო დასჯილი ბენეფიციარი

09.06.21 20:35
ბარგი ჩაალაგე და წადიო -  მამხილებელი ჩვენების გამო დასჯილი ბენეფიციარი

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი, 18 წლის ლუკა ხაჩიძე,  მეუფე სპირიდონის მამხილებელი ჩვენების გამო ჯერ  სხალთის ეპარქიის სასწავლებლიდან გარიცხეს, შემდეგ კი საერთო სტუდენტური თავშესაფრიდან გამოაგდეს. 

მითხრა - ლუკა, შენ მიდიხარ, ბარგი ჩაალაგე ამაღამ გაათენებ ღამეს ერთ-ერთ თანამშრომელთან და ხვალ წადი", - ამბობს ლუკა ხაჩიძე.

ლუკა ხაჩიძემ ჩვენება პოლიციაში ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების შესახებ მისცა. ხაჩიძის თქმით, პანსიონში დასჯის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა.

მიზეზი ეს იყო ბავშვის ცელქობა, ბავშვი რომ გაჩერებულიყო უწევდა ნაადრევად დაწოლილიყო, თუ ლოგინშიც არ გაჩერდებოდა, უწევდა, რომ საჭმელი გამოეტოვებინა, ეს იყო 12-13 წლამდე", - ამბობს ხაჩიძე.