"შარშან გაათხოვეს" - მე-8 კლასელი, რომელმაც ბავშვი გააჩინა ნაადრევი ქორწინების მსხვერპლია
ნაადრევი ქორწინების კიდევ ერთი ფაქტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში "პირველებმა" მერვეკლასელი გოგონას საქმეზე ახალი დეტალების გარკვევა შეძლო.
აქტივისტი თოზუ გულმამედლი tvpirveli.ge-ს ეუბნება, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი არასრულწლოვანი შარშან "გაათხოვეს".
ირკვევა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც 14 წლის გოგონამ იმშობიარა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო.