შემთხვევა ბათუმში - კორპუსიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა
ბათუმში, ე.წ. მაგნოლიას საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმში დასასვენებლად 2 დღის წინ ჩამოვიდა. ამ დროისთვის უცნობია, როგორ გადმოვარდა ქალი შენობიდან. პირველების ინფორმაციით, ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მიბილიზებული.