რა დაგვიჯდა რუსეთის აგენტად გამოცხადებული ფარცხალაძის დაცვა? - სავალუტო რეზერვები იცლება

18.10.23 20:38
რა დაგვიჯდა რუსეთის აგენტად  გამოცხადებული ფარცხალაძის დაცვა? - სავალუტო რეზერვები იცლება

რა დაგვიჯდა რუსეთის აგენტად  გამოცხადებული ფარცხალაძის დაცვა? - სავალუტო რეზერვები იცლება. მხოლოდ ერთ თვეში გაყიდულია 150 მილიონი დოლარი. კრიზისზე, რომელიც ნათია თურნავას მიერ ოთარ ფარცხალაძის გადაფარებას მოჰყვა, ბანკის პრეზიდენტი  პასუხისმგებლობას  არ იღებს. ის   ყველაფერს პოლიტიკოსებს და ექსპერტებს აბრალებს, რომლებმაც თურნავას  სიტყვებით რომ ვთქვათ მავნებლური აჟიოტაჟი შექმნეს.  

თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და თუ ეს მხოლოდ აჟიოტაჟია, მაშინ რატომ დაგვჭირდა  სავალუტო რეზერვების პრაქტიკულად  დაცარიელება? თურნავა ამბობს, რომ  დოლარს კურსის ცვლილების მხოლოდ  ერთჯერადი რისკის  თავიდან აცილების შემთხვევაში  ყიდიან.

რატომ იცლება სავალუტო რეზერვები - ყველა დეტალი გაიგეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟიდან

მსგავსი სიახლეები