რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

10.06.21 10:07
რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ მწერალს,  მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორ რეზო გაბრიაძეს დღეს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. გაბრიაძეს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

კინოსა და დრამის რეჟისორი, მარიონეტების თეატრის დამაარსებელი,  რევაზ გაბრიაძე, 6 ივნისს, 84 წლის ასაკში, გარდაიცვალა.