მაშველების მობილიზება ფოთში - ზღვაში 25 წლის კაცს ეძებენ

10.06.21 10:15
მაშველების მობილიზება ფოთში - ზღვაში 25 წლის კაცს ეძებენ

ფოთში ზღვაში გაუჩინარებული 25 წლის კაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მალთაყვის სანაპიროზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე იმყოფებიან.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.