პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა გადაუკეტა

19.10.23 14:18
პოლიციამ ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა გადაუკეტა

სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს ჭორვილამდე მისასვლელი გზა ჩაუკეტეს - ბიძინა ივანიშვილის სოფელთან პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ოლიგარქის მშობლიურ სოფელში ჩასვლას გეგმავენ.