სროლა უნივერსიტეტთან - რა მოხდა ჩარგლის ქუჩაზე

19.10.23 16:58
სროლა უნივერსიტეტთან - რა მოხდა ჩარგლის ქუჩაზე

სროლის ხმა ისმოდა ცოტა ხნის წინ "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან".  "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური დაპირისპირება უცხოელ სტუდენტებსა და ჩარგლის ქუჩაზე მცხოვრებ, ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა უცხოელ სტუდენტებს ავტომობილის არასწორი პარკირების გამო შენიშვნა მისცა, რის შემდეგადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეს საცხოვრებელ სახლში მიუვარდნენ და დაპირისპირება დაიწყო. 

თვითმხილველთა მონათხრობის თანახმად, ამის შემდეგ, ჩარგლის ქუჩაზე მცხოვრებლები "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" შიდა ტერიტორიაზე შევიდნენ, როცა ერთ-ერთმა კაცმა ჰაერში გაისროლა. 

დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ერთ-ერთი სტუდენტი "პირველებთან" ამბობს, რომ ერთმანეთს ირანის და საქართველოს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. 

ამ წუთებში სასწავლო დაწესებულებაში  პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია სტუდენტების გამოკითხვაც.