სროლა უნივერსიტეტთან - იდენტიფიცირებულები არიან ინციდენტში მონაწილე პირები
სროლა უნივერსიტეტთან - იდენტიფიცირებულები არიან ინციდენტში მონაწილე პირები. ამ წუთებში, გამოკითხვები მიმდინარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ განყოფილებაში. სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე ირანელ სტუდენტებს კითხავენ.
პანიკა თემქაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სროლის ხმას მოჰყვა. შეშინებული სტუდენტები თავის გადარჩენას აუდიტორიებიდან და დერეფნებიდან გაქცევით ცდილობდნენ. ირკვევა, რომ შეირაღებული ჯგუფი უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ირანელ სტუდენტებს ეძებდა, ვისთანაც ანგარიშსწორებას გეგმავდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირანელ სტუდენტებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩხუბის მიზეზი მანქანის არასწორი პარკინგი გახდა. ადგილობრივმა შენიშვნა მანქანის მფლობელ სტუდენტს მისცა, რომელმაც მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად მამაკაცს მოგვიანებით სახლში მიაკითხა. დაპირსპირების ეპიცენტრმა კი საცხოვრებელი სახლიდან უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში სტუდენტებს კითხავენ, რომელთა ნაწილი ინციდენტის დროს ლექციებზე იჯდა, ნაწილი კი ეზოში იმყოფებოდა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.