კრიმინალური გარჩევა თელავში - 23 წლის ბიჭმა მეგობარი თავში მაკრატლით დაჭრა

10.06.21 11:28
კრიმინალური გარჩევა თელავში - 23 წლის ბიჭმა მეგობარი თავში მაკრატლით დაჭრა

სისხლიანი გარჩევა თელავში და მაკრატლით დაჭრილი ახალგაზრდა - 23 წლის ბიჭმა მეგობარს ჩხუბის დროს თავში მაკრატელი ჩაარტყა. 

საზარელი შემთხვევა ქალაქის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე, მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე გასული წლის 25 დეკემბერს მოკლული ექიმის, ზურაბ საჩიშვილის, ძმისშვილი, ზურა საჩიშვილია. 

რაც შეეხება დაშავებულს, "ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ის ბესიკ ქართლელიშვილია, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა გარჩევა ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობას. 

ქართლელიშვილი მიღებული დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით თბილისშია გადაყვანილი. რაც შეეხება საჩიშვილს, დაზიანებები მასაც აღენიშნება და ის ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. 

ირკვევა, რომ საჩიშვილმა კლინიკის ექიმებს უთხრა, რომ დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიიღო. ახალგაზრდა კაცს ტვინის შერყევაც აღენიშნება. 

გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან  გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებას  გულისხმობს.