რესტავრაციის ნაცვლად ნგრევა - ხადას ხეობაში მეათე საუკუნის ქოროღოს კოშკი მიწასთან არის გასწორებული
რესტავრაციის ნაცვლად ნგრევა. ხადას ხეობაში მეათე საუკუნის ქოროღოს კოშკი მიწასთან არის გასწორებული. არადა წესით უნდა გაემაგრებინათ. კულტურის სამინისტროს მიერ დაქირავებული რესტავრატორები, ვინც კოშკი დაშალა და ნანგრევებად აქცია, ამბობენ, რომ ეს რეაბილიტაციის პირველი ნაწილია. ამის შემდეგ ტაძარს თავიდან ამავე ქვებით ააშენებენ.
ასეთი რამ კი საქართველოში არავის ახსოვს. ხელოვნებათმცოდნეები ნანახით გაოგნებას ვერ მალავენ და ამბობენ რომ ზიანი ვერ გამოსწორდება, რადგან თავიდან აშენებული კოშკი მე-10 საუკუნის ძეგლად ვეღარ ჩაითვლება. კულტურის სამინისტრო ამბავს მალავდა. საზოგადოებამ ქოროღოს ტაძრის საგანგაშო ამბავი პოსტ ფაქტუმ, ბრიტანელი ფოტოგრაფის მიერ გამოქვეყნებული ფოტოთი გაიგო.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.