გამოვლენილია ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის 258 ფაქტი
მიმდინარე წელს, 62 აფთიაქში, გამოვლენილია უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი - აღნიშნული უკანონობა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლინდა.
სააგენტოს ცნობით, აფთიაქებიდან 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტია გამოვლენილი.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან, 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული, კი სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, ხოლო 12 ფარმაცევტს კი საქმიანობის უფლება, 3 წლით, შეუჩერა.
ცნობისთვის, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6 000-დან - 16 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.