საპატრიარქომ დაგვიბრუნოს ჩვენი მიწები - ნინოწმინდის მოსახლეობის პროტესტი

10.06.21 13:29
საპატრიარქომ დაგვიბრუნოს ჩვენი მიწები - ნინოწმინდის მოსახლეობის პროტესტი

ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონთან ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი, რომელიც საპატრიარქოსგან მათთვის ჩამორთმეული სახნავ-სათიბი მიწების დაბრუნებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, 2007 წელს დაუკავშირდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები და პანსიონის ადმინისტრაცია, რომლებმაც რაღაც დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი და ამ ამბის შემდეგ მოსახლეობის კუთვნილებაში არსებული მიწა საპატრიარქოს გადაეცა.

შევარდნაძის დროს მოგვცეს მიწები, რითაც 2007 წლამდე ვსარგებლობდით. 12-14 ჰექტარი წაგვართვეს და დაგვაშანტაჟეს, რომ ამ მიწებს არ მივკარებოდით. საპატრიარქოც იყო, პოლიციაც, ხელი მოგვაწერინეს, რომ იმ ტერიტორიას არ მივკარებოდით. მოვთიბეთ და ბალახი წავიღეთ და მაგაზე ერთი ამბავი ატყდა. ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი მიწა უნდა დაგვიბრუნოს. საპატრიარქო იქნება, თუ სხვა. - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ნინოწმინდის მცხოვრებლებმა პანსიონის მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც გაიგეს, რომ თავშესაფრის ხელმძღვანელი, მეუფე სტეფანე, ადგილზე არ იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები