აღმოჩნდებიან თუ არა განსასჯელის სკამზე აითაჯის ე.წ. ქმრის მამა და დედა? - სასამართლოში გამოკითხვა იწყება
აღმოჩნდება თუ არა განსასჯელის სკამზე აითაჯის ე.წ. ქმრის მამა და დედა? ამ წუთებში, რუსთავის სასამართლოში ასიმ ასლანოვის მშობლების გამოკითხვა იწყება. გამოძიებას ახლა მათგან აინტერესებს, იცოდნენ თუ არა, რომ 14 წლის გოგონა არასასურველ ქორწინებაში იძულებით იმყოფებოდა. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, არ არის გამორიცხული დაკავებული ასიმ ასლანოვის მშობლებს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დაადონ.
ასლანოვები კამერასთან დუმილს ამჯობინებენ, არადა ამ დრომდე ისინი ღია იყვნენ მედიისთვის, თუმცა დღეს ისინი არანაირ ინფორმაციას აღარ გასცემენ.
14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 27 წლის ე.წ. ქმარმა 10 ოქტომბერს მოკლა, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს.
აითაჯის საქმეზე ახლა პატიმრობაში 5 ადამიანია, მათ შორის მისი 35 წლის დედა ეგანა მაგარემოვა, თუმცა ბრალეულთა წრე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.