რუსული ელექტრომატარებელი "ლასტოჩკა" სოჭი-ოჩამჩირის მიმართულებით რეისების შესრულებას გეგმავს

20.10.23 16:24
რუსული ელექტრომატარებელი "ლასტოჩკა" სოჭი-ოჩამჩირის მიმართულებით რეისების შესრულებას გეგმავს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, 2024 წლიდან რუსული ელექტრომატარებელი “ლასტოჩკა” სოჭი-სოხუმის მიმართულებით ივლის. აღსანიშნავია, რომ მატარებელი რეისებს სოჭი-გაგრის მარშრუტზე უკვე ასრულებს. ამასთან, ასლან ბჟანიას თქმით, ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხა გამოიყოფა, რათა გუდაუთის რკინიგზის სადგური აღდგეს.

ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე 2026 წლიდან “ლასტოჩკა” რეისებს ოჩამჩირეშიც შეასრულებს. ცნობისთვის, ოჩამჩირეში რუსეთი საზღვაო სამხედრო ფლოტის განთავსებას გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები