გამოკითხვა გადაიდო - აითაჯის მკვლელობისთვის ბრალდებულის მშობლები მართლმსაჯულებასაც უნდობლობას უცხადებენ

20.10.23 17:13
გამოკითხვა გადაიდო - აითაჯის მკვლელობისთვის ბრალდებულის მშობლები მართლმსაჯულებასაც უნდობლობას უცხადებენ

აითაჯის მკვლელობისთვის ბრალდებულის მშობლების გამოკითხვა გადაიდო. გამომძიებლების შემდეგ, ადალათ ასლანოვმა უნდობლობა მაგისტრ მოსამართლესაც გამოუცხადა.  პროცესი 24 ოქტომბრამდე გადაიდო. ასლანოვები ახლა ადვოკატის თანდასწრებით ითხოვენ კითხვებზე პასუხების გაცემას. 

რატომ უცხადებენ ასლანოვები ახლა უკვე მართლმსაჯულებასაც უნდობლობას? - ერთი ვერსიით, მათ ეშინიათ, რომ ხელბორკილებს მათაც დაადებენ.

მეორე ვერსიით კი, მკვლელობისთვის ბრალდებულის მშობლებს არ სურთ მოკლული გოგოს დედის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება და სწორედ ამიტომ შეწყვიტეს თანამშრომლობა გამოძიებასთან.

რა მნიშვნელობის მატარებელია მკვლელობაში ბრალდებულის მშობლების დაკითხვა?  აითაჯის დაპატიმრებული დედის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურას ბრალდებული ქალის წინააღმდეგ მტკიცებულები არ აქვს ამიტომ მოწმეებს აგროვებენ.  

არ ენდნენ მართლმსაჯულებას. პროკურორის შეკითხვებს ერიდებოდნენ. 24-ში მზად იქნება ჩვენების მისაცემად, როდესაც ადვოკატთან გაივლის კონსულტაციას. გამოძიების ეტაპზეც არ გამოკითხულან, ყოველ შემთხვევაში დეტალურად აშკარად არ არიან გამოკითხულები, სწორედ ამიტომ სჭირდება გამოძიებას, რომ ეს მტკიცებულებები მათი ჩვენებიც იყოს საქმეში, ვინაიდან ნამდვილად მოიკოჭლებენ დედის და ბიძის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

სწორედ ამას ემსახურებოდა მცდელობა დღევანდელი, რომ მათ დედის და ბიძის წინააღმდეგ რაღაცეები ათქმევინონ, თუმცა ამ ეტაპზე მათ თავი შეიკავეს არა იმიტომ, რომ დავუშვათ ყოფილი მძახლები დაიცვან, არამედ საკუთარი თავისთვის ეშინიათ, რომ მართლაც ბრალი არ წარუდგინონ", - ამბობს ადვოკატი.

14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 27 წლის ე.წ. ქმარმა 10 ოქტომბერს მოკლა, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს. 

აითაჯის საქმეზე ახლა პატიმრობაში 5 ადამიანია, მათ შორის მისი 35 წლის დედა ეგანა მაგარემოვა, თუმცა ბრალეულთა წრე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

 

მსგავსი სიახლეები