ევაკუაცია ნინოწმინდის პანსიონიდან- თავშესაფარს დღეს 7 ბენეფიციარი დატოვებს

10.06.21 13:40
ევაკუაცია ნინოწმინდის პანსიონიდან- თავშესაფარს დღეს 7 ბენეფიციარი დატოვებს

 ბავშვების ევაკუაცია ნინოწმინდის თავშესაფრიდან გრძელდება. პანსიონს დღეს კიდევ 7 არასრულწლოვანი ტოვებს. ბავშვთა ნაწილს მშობლებმა წამოსაყვანად უკვე მიკითხეს. იმ ბენეფიციარებს კი, ვისაც ბიოლოგიური მშობლები არ ჰყავთ, ნათესავებთან, ან მინდობით აღზრდაში გადაიყვანენ.

3 სათზე მეტია, მიმდინარეობს 3 ბავშვის მომზადების პროცესი, რომლებმაც პანსიონი უნდა დატოვონ. მათთან შესული არიან ფსიქოლოგები, სოცმუშაკები და ოჯახის წევრები. აღნიშნულ არასრულწლოვანებს არ სურთ, პანსიონი დატოვონ და საცხოვრებლად ნათესავებთან გადავიდნენ. მათ ბიოლოგიური მშობლები არ ჰყავთ და  სურთ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანონ, ამის გამო პანსიონატიდან ბავშვთა გამოყვანის პროცესი იწელება. 

7 ბენეფიციარის წასვლის შემდეგ ნინოწმინდის პანსიონში 20 არასრულწლოვანი დარჩება.