კრიმინალური გარჩევის სავარაუდო მსხვერპლი - სამტრედიაში 36 წლის კაცი ჩაცხრილეს

20.10.23 20:11
კრიმინალური გარჩევის სავარაუდო მსხვერპლი - სამტრედიაში 36 წლის კაცი ჩაცხრილეს

კრიმინალური გარჩევების სავარაუდო მსხვერპლი სამტრედიაში -  სამძიმრიდან გამოსული კობა მეფარიშვილი, მეტსახელად ყრუ, რკინიგზის ლიანდაგებზე ავტომატებით ჩაცხრილეს. თავდამსხმელებმა მას ათზე მეტი ტყვია ესროლეს.  36 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. "პირველების" ინფორმაციით დანაშაულის ერთადერთი მოტივი, რაზეც გამოძიება მუშაობს, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა, რაც სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.

ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს მეტსახელად ყრუს თავდამსხმელებმა ჯერ ჩასაფრება მოუწყვეს. საქმე აღძრულია, თუმცა კობა მეფარიშვილის მკვლელის კვალს სამართალდამცველებმა ვერ მიაგნეს.

მეზობლები, რომლებიც  გასროლის შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ, ამბობენ, რომ მეფარიშვილს თავს არა ერთი, არამედ რამდენიმე პირი დაესხა,  რაც აჩენს ეჭვს, რომ საქმე, სავარაუდოდ, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები