ბათუმში ახალგაზრდა დაჭრეს
ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ცნობილია, რომ დაჭრილი ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობდა კრიმინალური შემთხვევა ოფისის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება პირად კონფლიქტს უკავშირდება.
სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.