"ვერის საძმოს" წევრი გიჩო მარგველაშვილი დააკავეს

21.10.23 10:58
"ვერის საძმოს" წევრი გიჩო მარგველაშვილი დააკავეს

დაკავებულია გიჩო მარგველაშვილი. "პირველების" ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ, ვერის საძმოს წევრი უკვე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. კაცს, რომლის მკვლელობასაც გოგებაშვილის ქუჩაზე თვეების წინ ცდილობდნენ, ჩვენი ინფორმაციით, იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან, მის მანქანაში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს და მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, მას ხელბორკილები დაადეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანიც. სპეცოპერაცია მარგველაშვილის დასაკავებლად ვაკეში ჩატარდა. მასთან ჯერ უფლებადამცველი არ შესულა.

მისი დაცვის წევრის, კახაბერ კამლაძის ადვოკატი ამბობს, რომ გიჩოს დაკავება გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას არ უკავშირდება.

"დარწმუნებული ვარ არავითარი კავშირი არ ექნება კამლაძესთან და თუ დაკავებულია, დარწმუნებული ვარ უკანონოდ იქნება". - ამბობს ადვოკატი

გიჩოს გვარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, როდესაც მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა,  თუმცა გიჩოს პირადმა მცველმა დაასწრო და გახოკიძე მოკლა. 

მსგავსი სიახლეები