უკვე მესამე დღეა, ოკუპანტების ტყვეობაში კიდევ ორი ქართველი რჩება - მოსახლეობა შეშინებულია

21.10.23 11:15
უკვე მესამე დღეა, ოკუპანტების ტყვეობაში კიდევ ორი ქართველი რჩება - მოსახლეობა შეშინებულია

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. უკვე მესამე დღეა, ოკუპანტების ტყვეობაში კიდევ ორი ქართველია. დეტალები უცნობია, თუმცა არსებობს ცნობები, რომ ქართველების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოხდა. მოსახლეობა შეშინებულია. ვითარება საოკუპაციოო ხაზთან იმდენად რთულია, რომ ხალხი უკვე სალოცავებთანაც კი ვერ მიდის.

აი იქ ადი, თუ მაგარი ხარ, სალოცავია ჩვენი, მაგრამ ვინ გიშვებს. შენს მხარესაც რომ იყო, მაინც დაგიჭერენ და წაგიყვანენ. 

მიმდინარე თვეში ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაასაჯაროვა სტატისტიკა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 300-ზე მეტი მოქალაქე იყო დაკავებული. ეს სტატისტიკა განსხვავდება სუს-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკისგან, რომელიც ამბობს, მიმდინარე წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები