შეჩერებული ფრენები თელ-ავივიდან თბილისში - ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ხალხის ნაწილის გაფრთხილება იუბილეს გამო ვერ შეძლეს
თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენები შეჩერებულია. 22-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით რეისები არც საქართველოდან ისრაელის მიმართულებით შესრულდება. ინფორმაციას ადასტურებენ ავიაკომპანია აირზენაშიც. ამ გადაწყვეტილებამდე, არსებული ცნობებით, უსაფრთხოების გამო მივიდნენ.
ამ ფაქტს უკმაყოფილება მოყვა ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხრიდან. საომარი მოქმედებების ზონიდან ხალხი თბილისში დასაბრუნებლად, ბილეთებს ყოველ წუთიერად ეძებდა, მათმა ნაწილმა კი სოციალური ქსელით გაიგო, რომ ძლივს ნაყიდი ბილეთის მიუხედავად, ფრენა აღარ შესრულდებოდა.
ავიღე ბილეთი, რომ 30-თვის ვაპირებ დაბრუნებას, თუმცა სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ფრენები გადაიდო 22-დან 28-მდეო. რომ მივწერე "ჯორჯიან ეარვეისს", არავის არაფერი უთქვამს, ზარზეც არ მიპასუხეს, მეილზეც არავის მოუწერია, რომ ფრენები გადადებულია".- ამბობს ისრაელში მცხვორები საქართველოს მოქალაქე.
თუ რატომ არ მოხდა ხალხის დიდი ნაწილის გაფრთხილება გადადებულ ფრენებზე, "ჯორჯიან ეარვეისში" "პირველებს" ეუბნებიან, რომ გუშინ კომპანიის იუბილე იყო და ამიტომ დღეიდან დაიწყება ფრენების გადატანა და დარჩენილი ხალხის გაფრთხილებაც.
ან 29-ის მერე გადაეცვლებათ ბილეთები უფასოდ, ან ლარნაკაზე. უნდა მისვლოდათ ინფორმაცია ამის შესახებ. გუშინ იუბილე გვქონდა კომპანიას და ყველა ფრენა არ არის გადაწერილი და გადატანილი და ეტაპობრივად ახლა ხდება. ყველას მიუვა შეტყობინება. უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს ფრენები". - ამბობენ ავიაკომპანიაში.