მეუფე შიოს მიმართ ბრალდებების შემდეგ, 78 წლის მამა მელქისედეკს უხეში ფორმით მოაწერინეს ხელი წერილზე - მირცხულავა

21.10.23 12:34
მეუფე შიოს მიმართ ბრალდებების შემდეგ, 78 წლის მამა მელქისედეკს უხეში ფორმით მოაწერინეს ხელი წერილზე - მირცხულავა

მოსაყდრე შიოს მიმართ ბრალდების გამო საპატრიარქომ მღვდელი გააფრთხილა. საპატრიარქოს ცნობით, 19 ოქტომბერს სინოდის კომისიის სხდომაა ჩატარდა. კომისიაზე სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკ მიქავას საქმე განიხილეს.

ცნობილი ხდება, რომ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო შესაძლოა, სასულიერო პირს სამღვდელო ხარისხი შეუჩერონ. თუმცა საპატრიარქოს განცხადებაში არაფერია ნათქვამი თავად ბრალდების შესახებ. ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა "პირველებს" ეუბნება, რომ 78 წლის მამა მელქისედეკმა მეუფე შიო კერძო საკუთრების წართმევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც 78 წლის სასულიერო პირს ბოდიშის წერილზე ხელის ძალით მოაწერინეს.

გაუგებარია, რაზეა საუბარი, როცა კომისია ასკვნის, რომ თურმე სიყალბე გავრცელა, რა იყო იმ წერილებში სიყალბე, გარდა იმისა, რომ მოყვანილი იყო ფაქტები იმ შუშანიების სავანესთან დაკავშირებით. თურმე როგორც მოხდა ამ ფაქტის სამსჯავროზე გამოტანა და ადამიანებმა როგორ გაიგეს ის, რომ მეუფე შიომ ხელისუფლებასთან უნისონში ადამიანებს კერძო საკუთრება წაართვა. საფლავზე მდგარი ნაგებობაც კი წაართვა. წერილი რომელზეც ხელი მოაწერინეს მამა მელქისედეკს, 78 წლის ადამიანს, მოხდა უხეში ფორმით". - ამბობს გოჩა მირცხულავა.

საპატრიარქოს განცხადებით, არქიმანდრიტმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის მიმართ უარგუმენტო ბრალდებები გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები