გიჩო მარგველაშვილი სასამართლო პროცესის მოლოდინშია - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
გიჩო მარგველაშვილი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ვერის საძმოს დაპატიმრებულ წევრს, როგორც ირკვევა, ბრალის დადგენილება, ხელ-ბორკილების დადებიდან რამდენიმე საათში გააცნეს. "პირველებმა" ამ საქმის ახალი დეტალები გაარკვია.
როგორც გაირკვა, მარგველაშვილთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარიც, კობა პაიჭაძე, რომელიც გუშინ ავტომობილით გიჩოსთან ერთად გადაადგილდებოდა.
პროცესი სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული, სადაც დაკავებულ გიჩო მარგველაშვილისთვის და კობა პაიჭაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. მათ იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.
ადვოკატი ამბობს, რომ პატრულმა მანქანა ღვედის არკეთების გამო გააჩერა.
არანაირ ვერის გარჩევას არ უკავშირდება მათი დაკავება. ღვედი არ ეკეთათ და გააჩერეს, შემდეგ პატრულმა დაინახა გივი მარგველაშვილი მანქანაში, მერე გადაამოწმეს, ეჭვები გაუჩნდათ და დაიწყეს ჩხრეკა. კრიმინალურს არ ჰყავს დაკავებული, ურბალოდ საპატრულოს ჰყავს დაკავებული. სასამართლოზე აღკვეთის გარეშე დატოვებას მოვითხოვთ, რადგან იარაღი მანქანიდან იყო ამოღებული და მძროლი, გიჩოს მეგობარი ამბობს, რომ მისი საკუთრება იყო და ამის შესახებ გიციმ არაფერი იცოდა.. მათ ორივეს ჯგუფურს ედავებიან ერთი და იგივე იარაღზე". - ამბობს ადვოკატი.
გიჩო მარგველაშვილი და კობა პაიჭაძე თბილისში, ერთი დღის წინ დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პაიჭაძის მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში, რომელშიც ასევე გიჩო მარგველაშვილიც იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გიჩოს მარგველაშვილის სახელი და გვარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, როდესაც მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა, თუმცა გიჩოს პირადმა მცველმა დაასწრო და გახოკიძე მოკლა.