ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - რაჭის ტყის მცველები ამბროლაურის მერიისგან განმარტებებს ელოდებიან
ულტიმატუმის ვადა ამოწურულია. რაჭის ტყის მცველები ამბროლაურის მერიისგან განმარტებებს ელოდებიან. დაუბრუნებენ თუ არა მოსახლეობას პრორუსი ბიზნესმენის მიერ მისაკუთრებულ ტერიტორიას და შედგება თუ არაა საუბარი საჯაროდ? პროტესტის რეჟიმში გადასულ ადამიანებს გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება წამოეწიათ.
ოთარ შამუგიას უწყება იტყობინება, რომ განიხილავენ რაჭის ტყეებისთვის და დასახლებული ადგილებისთვის დაცული სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვაც.