გიჩო მარგველაშვილი განსასჯელის სკამზე ზის - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე
გიჩო მარგველაშვილი განსასჯელის სკამზე ზის. ვერის საძმოს დაპატიმრებული წევრი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ნახევარი საათის წინ დაიწყო. მარგველაშვილის გვერდით ზის კობა პაიჭაძეც. კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ სადავო იარაღი მისი საკუთრებაა.
პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებულის თავისუფლების სანაცვლოდ, 30 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
იარაღი ავტომობილიდან იქნა ამოღებული. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ავტომანქანა არ ეკუთვნის მარგველაშვილს. მანქანის მფლობელი კატეგორიულად აცხადებს, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ეკუთვნის მას და მისი მანქანაში ყოფნის შესახებ არაფერი იცოდა მარგველაშვილმა. გოგებაშვილზე მომხდარ კრიმინალურ გარჩევას არაფრით არ უკავშირდება აღნიშნული დაკავება". - ამბობს ადვოკატი.
თვეების წინ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის გამო, მარგველაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება ამ დრომდე უჭირს, ის რეაბილიტაციის კურს გადის.
გიჩოს მარგველაშვილის სახელი და გვარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, როდესაც მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა, თუმცა გიჩოს პირადმა მცველმა დაასწრო და გახოკიძე მოკლა.