იქით დადგეს, ვისაც ბავშვი არ დაუსჯია, მიემატოს ის, ვისაც უცემია საკუთარი შვილი - მეუფე ნიკოლოზი

10.06.21 14:39
იქით დადგეს, ვისაც ბავშვი არ დაუსჯია, მიემატოს ის, ვისაც უცემია საკუთარი შვილი - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ბავშის დასჯა მისთვის მიუღებელია, თუმცა პრაქტიკაში ეს ხშირად ხდება.

თუ საუბარია იმაზე, რომ პანსიონში ბავშვებს სჯიდნენ, ხაზი გავავლოთ და იქით მხარეს დადგეს, ვისაც ბავშვი არ დაუსჯია, იქით კი- ვისაც დაუსჯია, კიდევ იქეთ მხარს დადგეს, ვისაც უცემია საკუთარი შვილი.

აქ ლაპარაკია 15-20 წლის წინანდელ ამბებზე, მაშინ როდესაც ოჯახებშიც კი ხდება ეს დღემდე. მე ვთვლი, ეს არის გადაცდომა"- ამბობს სასულიერო პირი. 

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში დღეის მდგომარეობით ბავშვები უსაფრთხოდ არიან და იქ არსებულ სიტუაციას მონიტორინგს სოცმუშაკები უწევენ. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ძალადობის, ან გადაცდომის ფაქტები თავშესაფარში, ამას გამოძიება დაადგენს.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე ბრალდებები დასაზუსტებელია. სასულიერო პირს მიაჩნია, რომ განმარტებებისა და კვალიფიკაციის შესახებ სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.

რაც შეეხება იქ მყოფი ბავშვების უსაფრთხოებას, ამას  სოცმუშაკების რამდენიმე დღიანი მონიტორინგი განაპირობებს. ღამეც რჩებიან, დღეც რჩებიან და ამ წუთას ბავშვებს იქ  არანაირი საფრთხე არ ემუქრება. 

მძიმე ბრალდება დასაზუსტებელი ტერმინია და თუ საუბარია კრიმინალურ გადაცდომაზე, მაშინ საკითხი უნდა განიხილოს კრიმინალურმა პოლიციამ, სამართალდამცველებმა, აუცილებლად აღძრან საქმე და ბოლომდე მიიყვანონ. იმათმა გაგვცენ პასუხი.

 თუ აქ საუბარია ზნეობრივი ტიპის დარღვევებზე, მაშინ მას ზნეობრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, თუ ლაპარაკია კრიმინალურ გადაცდომაზე, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მეუფე ნიკოლოზის მტკიცებით, ბენეფიციარები ხაზგასმით აცხადებენ, რომ პანსიონში არსებულ ვითარებაზე თავშესაფრის ხელმძღვანელს არასრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდა.

რამდენადაც მე მოვისმინე, ბავშვები ხაზგასმით ყვებიან, რომ მეუფე სპირიდონმა ბავშვების მდგომარეობის შესახებ არ იცოდა. რატომ ამბობენ ამას ბავშვები, არ ვიცი, და არც ის ვიცი, როგორ არ იცოდა ეს მეუფე სპირიდონმა - ამბობს ახალქალაქის მიტროპოლიტი.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს დღეს 7 არასრულწლოვანი დატოვებს და საერთო ჯამში იქ 20 ბენეფიციარი რჩება.