გიჩომ დუმილი დაარღვია - "ვერის საძმოს" წევრი, განსასჯელის სკამიდან წარსულის შეცდომებზე ალაპარაკდა

21.10.23 17:06
გიჩომ დუმილი დაარღვია - "ვერის საძმოს" წევრი, განსასჯელის სკამიდან წარსულის შეცდომებზე ალაპარაკდა

გიჩომ დუმილი დაარღვია. "ვერის საძმოს" წევრი, განსასჯელის სკამიდან წარსულის შეცდომებზე ალაპარაკდა. იყო შეცდომები და მყავდა ბევრი მტერიც - ამბობს თვეების წინ  გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მთავარი ფიგურანტი.

ასევე დღეს პროკურატურამ გათქვა დეტალები და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიჩო მარგველაშვილის მეგობრის ავტომანქანა გააჩერეს, პატრულ-ინპექტორები პირდაპირ წერენ ჩვენებაში, რომ დაინახეს, როგორ შეაგდო გიჩომ იარაღი სავარძლის ქვეშ, თუმცა ამ ფაქტს თავად მარგველაშვილი უარყოფს.

ის რომ პატრულმა გაგვაჩერა და მე იარაღი შევაგდე, ეს არის ტყუილი. მე იარაღი თვალით არ მინახავს. წარსულის შეცდომები იყო, მაგრამ გაიარა ამ ყველაფერმა. მე ბევრად უარეს საქმეებში ვიყავი დამნაშავე, მაგრამ რახან წარსულში დამნაშავე ვიყავი,წარსულში ნახევარი საქართველო დამნაშავე იყო, მაგის გამო დღესაც... - თქვა გიჩო მარგველაშვილმა.

გიჩო მარგველაშვილს იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან. იგივე ბრალით დაკავებულია მისი მეგობარიც,

"სრულად ვიაზრებ ჩემს დანაშაულს. მე არანაირი კრიმინალური ისტორია არ გამაჩნია. უბრალოდ ამ შეცდომას, რაც მომივიდა, სრულიად ვეთანხმები, უბრალოდ ვერ ვხდები ორნი რატომ ვზივართ და რატომ არ ვარ მარტო. იმიტომ რომ ისედაც ასეთ პრობლემებშია ადამიანი და ჩემი რაღაცის გამო ასეთ დღეში ჩავარდა". - თქვა  კობა პაიჭაძემ.

როგორც გაირკვა დაკავების მომენტში პოლიციამ ერთ იარაღთან ერთად სამი მჭიდი და 56 ვაზნა ამოიღო. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პაიჭაძის მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში, რომელშიც ასევე გიჩო მარგველაშვილიც იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიჩოს მარგველაშვილის სახელი და გვარი გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება, როდესაც მისი მიმართულებით საბა გახოკიძემ ისროლა,  თუმცა გიჩოს პირადმა მცველმა დაასწრო და გახოკიძე მოკლა. 

მსგავსი სიახლეები