ვითარება პანსიონში - მეუფე სპირიდონი ჟურნალისტებს გაექცა

10.06.21 14:58
ვითარება პანსიონში - მეუფე სპირიდონი ჟურნალისტებს გაექცა

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი, მედიას ბოიკოტს უცხადებს და დაწესებულებაში მიმდინარე მოვლენებზე დასმულ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს. 

მეუფე სპირიდონი დღეს სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქის გვერდით, ვიხილეთ. ის სინოდის წევრებთან ერთად წირვაზე იმყოფებოდა.

წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აღიარებს თუ არა ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს, ასევე, დაიკითხა თუ არა ის გამომძიებლების მხრიდან. თუმცა უშედეგოდ.

სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი,  საკათედრო ტაძრიდან ჩოხოსნების თანხლებით გამოვიდა და ტერიტორია ავტომობილით დატოვა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები