ისრაელში ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდბერგის სიკვდილი დადასტურდა
ისრაელში ეთნიკურად ქართველი ქალის გარდაცვალება დადასტურდა. თამარ გოლდბერგი ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს. ორკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ეს ინფორმაცია ოჯახს ისრაელის თავდაცვამ დაუდასტურა.
ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ომის დაწყების მომენტში ფესტივალს ესწრებოდა. ეს ის მუსიკალურ ღონისძიებაა, სადაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობის წევრებმა 260 ადამიანი მოკლეს.
"პრველები" თამარ გოლდბერგის მამას დაუკავშირდა, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
ახლა დაკრძალვის ოფისებში ვარ, უნდა შევიდე შეხვედრაზე და მოგვიანებით დაგიკავშირდებით, - უთხრა „პირველებს“ გარდაცვლილი ქალის მამამ გოჩა კორსანტიამ.