რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა - ეკონომისტები რისკებზე საუბრობენ

22.10.23 12:31
რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა - ეკონომისტები რისკებზე საუბრობენ

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 11%-ით შემცირდა. ოკუპანტ ქვეყანაში ახლა 4 ათასი ტონით ნაკლები ალკოჰოლური სასმელი გადის. შემცირებულია ღირებულება და შემცირებულია რაოდენობაც, თუმცა ამის მიუხედავად, ქართული ეკონომიკა ისევ რუსეთზეა ჩამოკიდებული. 

ეკონომისტების შეფასებით, არასანდრო რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება ქვეყანას დაღუპავს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ექსპორტის მაჩვენებელი ევროკავშირთან არც თუ ისე მაღალია. 

რუსულ ბაზარზე ქართული საექსპორტო ღვინის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება უკავშირდება მხოლოდა და მხოლოდ საქართველოშ არსებული რეზერვების შემცირებას, ვინაიდან გასული 5 წლის განმავლობაში რუსეთი, სამწუხაროდ, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მიუხედავად იმისა, რომ საქართელოს აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, მაინც ევროკავშირთან ვაჭრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, ხოლო რუსეთთან ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკური ურთიერთობები, რაც თავისთავად საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მოგვიტანს ნეგატიურ შედეგს, - ამბობს ოთარ აბესაძე. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ეკონომიკურად რუსეთზე ჩამოკიდება საქართველოზე რისკის შემცველია. 


ნებისმიეირ საექსპერტო ბაზრის მიმართულებით რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდება მნიშნელოვანი რისკია ნებისმიერი ქვეყნისთვის იმდენად, რამდენადაც რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური სავაჭრო ან ეკონომიკური პარტნიორი, - ამბობს პაატა ბაირახატარი.
 

მსგავსი სიახლეები