აითაჯის მკვლელობის საქმე - რას წერს ჩვენებაში სკოლის დირექტორი

22.10.23 13:25
აითაჯის მკვლელობის საქმე - რას წერს ჩვენებაში სკოლის დირექტორი

მერვე კლასის მოსწავლის მკვლელობის საქმე და სკოლის პასუხისმგებლობა - "პირველების" მიერ მოპოვებული გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ გოგონა სკოლაში 20 დღის განმავლობაში არ დადიოდა. დამრიგებელმა მერვეკლასელი ბავშვის ოჯახში ერთადერთხელ დარეკა, სადაც გოგონას დედამ უპასუხა, რომ გოგონა სხვაგან იმყოფებოა და სკოლაში სამ დღეში დაბრუნდებოდა. 

სკოლის დირექტორი კი, სადაც აითაჯი სწავლობდა, ამტკიცებს, რომ იძულებითი ქორწინების ამბავი არ იცოდნენ. ჰამლეტ ისმაილოვმა სამართალდამცველებს ჩვენება მხოლოდ ერთხელ, მკვლელობის დღეს მისცა. დირექტორი ჩვენებაში წერს, რომ იმ პერიოდში, როდესაც აითაჯი გაიტაცეს, ის 1 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

სასწავლო წლის დაწყებიდან დაახლოებით 5 დღეში, რადგან არ დადიოდა აიტაჯ შახმაროვა სკოლაში, მე მისი კლასის დამრიგებელს დავავალე, რომ მოეკითხა ბავშვი, კლაისის დამრიგებელმა მახირ ისმაილოვმა მითხრა, რომ აითაჯის ძმას  ორჯან შახმიროვს ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ აითაჯი სადღაც არის წასული და 2-3 დღეში მოვაი. მე წასული ვიყავი საზღვარგარეთ და დავბრუნდი 25 სექტემბერს. აიტაჯის კლასის დამრიგებესლ დაბარებული ჰყავდა აიტაჯის დედა, ეგანა შახმიროვა, რომელიც 5 ოქტომბერს მოვიდა სკოლაში და აითაჯის კლასის დამრიგებელს. ეგანა შახმიროვამ განუცხადა, რომ წასულია აითაჯი, 2-3 დღეში ჩამოვა და მოვა საკოლაშიო. როდესაც გავიგე ისმაილოვისგან მე 2023 წლის 6 ოქტომბერს გადავურეკე ეგანა შახმიროვას და ვკითხე, რატომ არ დადიოდა აითაჯი სკოლაში. ეგანამ მითხრა, 20 დდღეში იქნება ბავში სკოლაშიო. მე ვკითხე, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს-მეთქი, მან მიპასუხა- არა. თუ ბავში 40 დღე სკოლაში არ გამოცხადდება, უნდა დადგეს სტატუსის შეჩერების საკითხი. ამის შესახებ ვუთხარი ეგანა შახმიროვას ზსკოლაშ. მან მითხრა, 3 დღეში იქნება სკოლაშიო. სად იმყოფებოდა ამ დროს ეგანა არ ვიცი, ვესაუბრე ტელეფონით, - წერს ჩვენებაში დირექტორი. 

სკოლის ხელმძღვანელის ჩვენება გამოძიებამ,  შესაძლოა, ბავშვის დედის წინააღმდეგ გამოიყენოს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს დაკავებული ქალის ადვოკატი.

 

მსგავსი სიახლეები