დაჭაობებული და დამშრალი თეთრი ტბა - გლდანის მოასხლეობა აქციას მართავს

22.10.23 15:45
დაჭაობებული და დამშრალი თეთრი ტბა - გლდანის მოასხლეობა აქციას მართავს

გლდანის ტბა შრება და ჭაობდება. თეთრი ტბის გადარჩენის მოთხოვნით მოქალაქეები ამ წუთებში აქციას მართავენ. თბილისის მერიას ადგილობრივები მოუწოდებენ, ტბის დაშრობის მიზეზი გამოიკვლიოს. 

გლდანში, სადაც 180  ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, თეთრი ტბის ტერიტორია ერთადერთი დასასვენებელი ადგილია. სწორედ ამიტომ მოქალაქეებს უკვე დაჭაობებული ტბის გაწმენდა და მისი შენარჩუნება სურთ. 

ძალიან რთული მდგომარეობაა, ტბა არის სერიოზულად დაკლებული. სულ ცოტა, ¼ არის დამშრალი, არის დაჭაობებული, წყალი არის დამბალი, დგას ძალიან ცუდი სუნი. კეთილი ინებოს მერიამ, შეიმუშაოს სანოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტულად ჩამოთვლის, რამოქმედებებია გასახორციელებელი ამ ტბის გადასარჩენად. გამოაცხადონ სასწრაფიდ ტენდერი, შეარჩიონ ნორმალური ორგანიზაცია, რომელიც ამას ხარისხიანად გააკეთებს და არა ისე, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ვაკის პარკში და საბოლოო ჯამში, დაგვიბრუნონ ჯანსაღი, ნორმალური, შევსებული ტბა, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

შეკრეულები მსვლელობით თეთრი თბისკენ წასვლა გეგმავენ, სად იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გააკრიტიკებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მოტხოვნის შესრულებამდე არ შეწყდება.  

მსგავსი სიახლეები