ქალმა პატიმრებმა რუსთავის ციხეში პირი ამოიკერეს - ინტერვიუები "პირველებთან"
ქალმა პატიმრებმა რუსთავის ციხეში პირი ამოიკერეს. ამის დამადასტურებელი ინტერვიუები "პირველებმა" მოიპოვა. მსჯავრდებულები ყვებიან, რომ პროტესტის უკიდურესსს ფორმას არადამიანური მოპყრობის გამო მიმართეს. ირკვევა, რომ ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ის ციხიდან კლინიკაში არ გადაჰყავთ. "ვიტანჯებით ტკივილებით," - ეუბნებიან "პირველებს" სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებულები სატელეფონო საუბარში.
პატიმრები გულგრილობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ციხის ადმინიტრაციას და მთავარ ექიმს ამხელენ.
რამდენიმე დღის უკან ამოვიკერე პირი, იმიტომ, რომ არ გამეწია სამედიცინო სწორი მკურნალობა. მიუხედავად თხოვნებისა, შიმშილობისა, არ წამიყვანეს. როდესაც ვიყავი პირგაკერილი ანუ ზონაზე რომ დავჯექი და რომ მხედავდნენ, რომ პირი მქონდა გაკერილი, მერე გადაწყვიტეს საავადმყოფოშ გადაყვანა. ამ დონემე მიჰყავთ, - ამბობს თამთა ჯანჯღავა.
გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს კიდევ ერთი პატიმარი.
ადამიანი ტკივილისგან უნდა მოკვდეს თუ არადა, არ გადაიყვანენ. ახლა ერთი გოგონაა აქ, სალომე შენგელია, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა „ვივა-მედში“, ძაფები აქვს გამოშვერილი ცხვირიდან, დღეს უნდა გაეყვანათ, მაგრამ უარი უთხრეს, არ გაგიყვანთო, თავისით გაიწოვსო. თავისით არ გაიწოვს, იმიტომ, რომ სისხლდენა აქვს ცხვირიდან, - ამბობს ნათია ალუღიშვილი.