არაადამიანური მოპყრობა და მიუწვდომელი ჯანდაცვა - როგორ ირღვევა ქალი პატიმრების უფლებები?
არაადამიანური მოპყრობა ციხეში, პირამოკერილი პატიმრები და პრივილეგირებული მსჯავრდებულები - "პირველებმა" მოიპოვა ინტერვიუები, რომლითაც დგინდება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ციხეებში პატიმრების უფლებები ირღვევა. ერთ-ერთი პრობლება მიუწვდომელი ჯანდაცვაა. ირკვევა, რომ ვისაც მკურნალობა სჭირდება, პენიტენციურიდან კლინიკაში არ გადაhყავთ. ამ გადაწყვეტილებას კი ციხის მთავარი ექიმი ადმინისტრაციასთან შეთანხმებით იღებს.
ქალი პატიმრების მონაყოლით დგინდება, რომ N 5 დაწესებულებაში გავლენიანი პატიმრებიც ჰყავთ. სწორედ ადმინისტრაციის მიმართ ლოიალურად განწყობილ პატიმრებს ახვედრებენ მონიტორინგისთვის ციხეში შესულ ორგანიზაციებს. ქალი მსჯავრდებულების მოყოლილი ამბების გადასამოწმებლად "პირველების" გადამღები ჯგუფი რუსთავში ჩავიდა, თუმცა მთავარი ექიმიც დაიმალა და ციხის დირექტორიც.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.