დაჭრა ბათუმში - დაკავებულია ერთი პირი
ბათუმში "ირაოს" თანამშრომლის დაჭრაში სავარაუდო მონაწილე დაკავებულია. შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულის
ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, 1991
წელს დაბადებული კ.ფ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი
საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება
უტარდება.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.