მოვითხოვ ჩემი გამოკითხვის ოქმის განსაიდუმლოებას - გიორგი მელაძე
CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე გამოკითხვის ოქმის განსაიდუმლოებას ითხოვს. ამის შესახებ მელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
CANVAS-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ "დავას ბოლომდე გაყვება".
ძვირფასო მეგობრებო!!!
პროკურატურაში გაიგზავნა ჩემი განცხადება.
მოვითხოვ ჩემი გამოკითხვის ოქმის განსაიდუმლოებას, რადგან სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
„აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის იმ ინფორმაციის მიკუთვნება, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მისი კანონიერი ინტერესები.“
ამ დავას გავყვები ბოლომდე!"- წერს მელაძე.
სუს-მა პირველი განცხადება 18 სექტემბერს გაავრცელა. ლილუაშვილის უწყება ამჯერად ამტკიცებს, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. მეტიც სუს-ის მტკიცებით, სამოქალაქო არეულობას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
სუს-ის და "ქართული ოცნების" სამიზნე ამჯერად USAID-ი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან.