ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო - მეუფე ნიკოლოზი

10.06.21 16:01
ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, აცხადებს, რომ "ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო". 

სასულიერო პირი ნინოწმინდის პანსიონის სკანდალს გამოეხმაურა:

საზოგადოებას მოვუწოდებ, ხაზი გავავლოთ და აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც საკუთარი შვილი არასოდეს არ დაუსჯია, აქეთ მხარეს - ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ მხარეს, ვისაც უცემია საკუთარი შვილი. 

აქ ლაპარაკია 20 წლის წინანდელ ამბებზე, 15 წლის წინანდელ ამბებზე, მაშინ, როდესაც ეს დღემდე ოჯახებშიც კი ხდება. ეს არის გადაცდომა, მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ, ეს ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო"- თქვა სასულიერო პირმა.