"დაგვიბრუნეთ სკოლა" - მშენებლობის დაწყების მოთხოვნით ნაძალადევში მშობლების აქცია მიმდინარეობს
მოსწავლეების პროტესტი - სკოლის მშენებლობის დაწყების მოთხოვნით ნაძალადევში აქციას მშობლები მართავენ. საპროტესტო აქციაზე არიან პარტია "ლელოს" წევრებიც.
აქციის მონაწილეთა თქმით, თბილისის ამ რაიონში კოლაფსური მდგომარეობაა. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მე-4 , 113-ე, მე-10, მე-11 და მე-14 საჯარო სკოლებში. ირკვევა, რომ სასწავლო დაწესებულების მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადეს, მაგრამ გამარჯვებული კომპანია არსად ჩანს. სკოლები ისევ დანგრეულია.
ერთადერთი რასაც ვითხოვთ, სამართლიანად გვინდა, რომ ის სკოლა, რომელიც დაგვპირდნენ, დაინგრა აშენდეს, რადგან ნორმალურ პირობებში შეძლონ ჩვენმა შვილებმა სწავლის გაგრძელება.ერთადერთი მოთხოვნა ეს გვაქვს.2 წელზე მეტია, რაც სკოლა დანგრეულია, სამ წლამდეც გაიწელა ეს ყველაფერი. უბრალოდ გვინდა, რომ რეალურად ვიცოდეთ როდის აშენდება",- ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის დედა.