საშიში მოვლენაა ლომჯარიების ზეგავლენა... სოდომიზაცია უნდათ, დაამკვიდრონ - მეუფე სპირიდონი

10.06.21 18:57
საშიში მოვლენაა ლომჯარიების ზეგავლენა... სოდომიზაცია უნდათ, დაამკვიდრონ - მეუფე სპირიდონი

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი, სკანდალში გახვეული, მეუფე სპირიდონი დუმილს არღვევს -  მართალია, სასულიერო პირი დღეს ჟურნალისტებს გაექცა, თუმცა მოგვიანებით თავშესაფრის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე ვრცელი კომენტარი ფეისბუქ ვიდეოში გააკეთა. 

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებიები არასრულწლოვანებზე ცუდ ზეგავლენას ახდენენ და მათ "პავლიკ მოროზოვის" სინდრომით აავადებენ, რასაც ეკლესია უშლის ხელს.

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული, რამდენიმე დღის იყო და დედა ეკლესიამ ის გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლდა არაფერი, უზრუნველყოფილი იყო, სკოლა დაამთავრებინა დედაეკლესიამ და უნივერსიტეტში მოაწყო, საპატრიარქოს უნივერსიტეტში, პირველ კურსზე სწავლობდა.

გაოცებული ვარ, რამ შეუცვალა ამ ბავშვს გონება, რომ ასე მოიქცა, თურმე, ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები, გაოცებული და ძალიან შეწუხებულები ვართ, რა შეეძლო მეტი, ეკლესიას გაეკეთებინა? შეიფარა, სკოლა დაამთავრებინა, უმაღლესში მოაწყო, რან შეუცვალა გონება.

ამიტომ ვაცხადებთ, საშიში მოვლენაა ლომჯარიებისა და არასამთავრობოების ზეგავლენა ახალგაზრდობაზე. უცვლიან ცნიბიერებას, რაღაც ფორმატირებას უკეთებენ

მახსენდება: მე მოვკლავ დედას, მივახრჩობ მამას -არასამთავრობოები ასეთი თაობების შექმნას აპირებენ, ეს ძალიან საშიშია. ერი და ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ", - აცხადებს მეუფე სპირიდონი.

რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას, სასულიერო პირი აქაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კვალს ხედავს და აცხადებს, რომ პანსიონში აქტიურად მიმდინარეობს ბავშვთა გადაბირების პროცესი, რომ მათ თავშესაფარი დატოვონ და ამით ნინოწმინდაში ქართული კერა ამოიძირკვოს.

მიმდინარეობს აქტიური პროცესი სოცმუშაკებისა პანსიონში, 10 მუშაკი მუშაობდა და გაოცებული ვიყავით, რა საჭირო იყო. აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ მათ სკოლა დატოვონ. რატომ ჭირდებათ ეს? ჩვენი პასუხია, რომ ნინოწმინდაში ქართული გენი, მენტალიტეტი აღარ იყოს. მხოლოდ ჩვენი ბავშვები სწავლობენ იქ, გარკვეულ ძალებს სურთ, რომ ქართული მენტალიტეტი ამოძირკვონ. ეს ერთი და მეორე, არ უნდათ, რომ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან და თავიანთ თეორიას, რაც არის გენდერული თეორია და მასობრივი სოდომიზაცია, რომელსაც ისინი აპირებენ და მთელს მსოფლიოში გაკეთებული აქვთ, უნდათ, საქართველოში დაამკვიდრონ", - ამბობს მეუფე სპირიდონი.

მეუფე სპირიდონისთვის ასევე მიუღებელია  პანსიონში Worldvision-ის და UNICEF-ის წარმომადგენლების მისვლაც, რომელებიც, 9 ივნისს, საპატრიარქოს წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ პანიონში.

ახლა UNICEF და Worldvision. ესენი უარესი თუ არა, არაფრით უკეთესები არ არიან იმ ლომჯარიას სამსახურზე. ესენიც ლეგეტეპე პორპაგანდისტები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია და მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი თაობა წმიდად და წესიერად უნდა შევინახოთ".- ამბობს მეუფე სპირიდონი. 

 

 

მეუფე სპირიდონი დღეს სამების საკათედრო ეკლესიაში წირვაზე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ტაძრიდან გამოსულმა სასულიერო პირმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და ტერიტორია ავტომობილით სასწრაფოდ დატოვა. მოგვიანებით მან კომენტარი სოციალურ ქსელში გაავრცელა.