ვაზისუბანში აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა - ახალი დეტალები ადგილიდან
ვაზისუბანში, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, 3 ადამიანი დაშავდა, სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კორპუსის სამი სართული დაზიანდა.
ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია.
წინასწარი მონაცემებით რაც არის, ბუნებრივი აირის გაჟონვის შემდეგ მოხდა აფეთქება. სამწუხაროდ, არსებობენ დაზარალებულები, რომლებიც გადაყვანილი არიან კლინიკაში. ამჟამად სწრაფად მოქმედებს საგანგებო სიტუაციების სამსახური, ახლა პირველი, რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია, ეს არის გამგეობის კომპეტენცია, მოსახლეობაა ამ კორპუსიდან გასაყვანი, მდგრადობაა შესამოწმებელი და იმ ადამიანებს, ვისაც სახლები დაუზიანდათ, ამ ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა ისნის რაიონის გამგეობამ უნდა უზრუნველყოს"- თქვა დონაძემ.