ნამოხვანის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს
პოლიციამ ნამოხვანის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა. როგორც შსს-ში განმარტავენ, 1993 წელს დაბადებული დ. ხ 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დ.ხ-ს ბრალი უკვე წარედგინა.
ნამოხვანის აქციის ერთი მონაწილე პოლიციამ რამდენიმე დღის წინაც დააკავა. 1992 წელს დაბადებულ ირაკლი მუკბანიანს ქუთაისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.