ექსკლუზივი: პირველი ფოტოები აფეთქებული ბინიდან
ექსკლუზივი - პირველი ფოტოები ვაზისუბანში აფეთქებული ბინიდან. საცხოვრებელი სრულად არის განადგურებული. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქების ტალღამ შესასვლელი კარიც კი გაანგრია, კედლები ჩამოინგრა, დამწვარი ნივთების ნარჩენები კი გარეთ ყრია. ბინაში ყველაფერი დამწვარია. შემთხვევის ადგილი ამ წუთებში
ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, თუმცა "პირველები" პირველად გიჩვენებთ ფოტოებს ლამის ფერფლად ქცეული სახლიდან.
ამ ყველაფრის შემდეგ ლეგიტიმურად ჩნდება კითხვა, რამდენად უსაფრთხოა იმ კორპუსში ცხოვრება, რომლის კედლების ნაწილი ჩამოშლილია. ამ დრომდე ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"პირველებს" წყარო უყვება, რომ ამ კორპუსიდან ცხელ ხაზზე რეკავდნენ ადამიანები და ჩიოდნენ, რომ მეორე სართულზე ცხოვრობდა ქალი, ვინც გაზის ონკანს ხშირად ღიას ტოვებდა. ირკვევა, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე კორპუსს გაზი არ მიეწოდებოდა. აფეთქება კი ბუნებრივი აირის აღდგენის შემდეგ მოხდა.