ქართველები მასობრივი დეპორტაციის მოლოდინში - გერმანიაში არალეგალ საქართველოს მოქალაქეებზე ნადირობაა გამოცხადებული

23.10.23 20:29
ქართველები მასობრივი დეპორტაციის მოლოდინში - გერმანიაში არალეგალ საქართველოს მოქალაქეებზე ნადირობაა გამოცხადებული

ქართველები მასობრივი დეპორტაციის მოლოდინში. გერმანიაში არალეგალ საქართველოს მოქალაქეებზე ნადირობაა გამოცხადებული. აჩერებენ ქუჩაში და ტრანსპორტში და უმოწმებენ საბუთებს. საემიგრაციო წესების დარღვევის შემთხვევაში კი მათი დეპორტაციის პროცედურები იწყება. საგანგებო ზომები უკვე ერთი თვეა ამოქმედებულია და თვეში მინიმუმ 4 რეისით დეპორტირებული ქართველები ჩამოჰყავთ თბილისში. გერმანიის კარი არალეგალი ან სამუშაოს მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის იკეტება. იქ მყოფებს კი ქვეყნის დატოვება იძულებით მოუწევთ. 

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. გერმანიის მაგალითს შესაძლოა მალე სხვა ევროპული ქვეყნებიც შეუერთდნენ. ახლა მთავარი კითხვაა, რას სთავაზობს  საქართველოს ხელისუფლება იმ ასეულობით თანამოქალაქეს, რომელთაც დეპორტაცია ემუქრებათ. ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილ ქართველებს სამშობლოში ისევ უმუშევრობა და სიღარიბე ელოდებათ. გერმანიის კანცლერმა უკვე დააანონსა, რომ წესების დარღვევით ქვეყანაში ქართველები ვეღარ დარჩებიან. ქვეყნის საზღვრებზე კი მკაცრი კონტროლი წესდება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები