გეგმური სამუშაოები და ქსელის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, გაზმომარაგების აღდგენა ნორმების დაცვით მოხდა - "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი
"თბილისი ენერჯის" სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი ირაკლი დეკანოიძე ვაზისუბანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ გუშინ გეგმური სამუშაოები და ქსელის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, რის შესახებაც მოსახლეობა ინფორმირებული იყო.
დეკანოიძის თქმით, გაზმომარაგების აღდგენა სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით მოხდა.
ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ ადგილზე შესვლა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ არ გვაქვს დათვალიერებული ფართი.
მოსახლეობა გაფრთხილებული იყო დადგენილი წესის შესაბამისად. გაზმომარაგების აღდგენაც მოხდა სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით.
გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიღებული ჰქონდა შეტყობინება.
გეგმური სამუშაოები მიმდინარეობდა გუშინ. მიმდინარეობდა ქსელის რეკონსტრუქცია და ამის შესახებ მოსახლეობა იყო ინფორმირებული - აღნიშნა ირაკლი დეკანოიძემ.