ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - რა ბედი ელით დაზარალებულებს

23.10.23 23:01
ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში - რა ბედი ელით დაზარალებულებს

ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.

ამასთან, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები