კომპანიის 1 630 000 ლარი მიითვისა - დაკავებულია სააქციო საზოგადოების ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი

24.10.23 10:27
კომპანიის 1 630 000 ლარი მიითვისა - დაკავებულია სააქციო საზოგადოების ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი

დაკავებულია პირი, რომელიც კომპანიის ფულს საკუთარი ინტერებისთვის  ხარჯავდა. სააქციო  საზოგადოების ფინანსურმა და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა, რომელსაც ხელბორკილები დაადეს, საგამოძიებო  სამსახურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით  2 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხის მითვისება შეძლო. დაკავებულს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის ახლა  წინასწარი მოთავების იზოლატორშია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური და ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 1 630 000 ლარი", - წერია განცხადებაში.

აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები